×

03 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით. საუბარია ოფიციალურ ოქმებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან. როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბამის ვებ-პორტალზე elections2021.ge, რომლის ნახვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ თქვენგანს და ამ ვებ-პორტალზე დაახლოებით 10 წუთიანი ინტერევალებით განახლდება მუდმივად ინფორმაცია უახლოეს საათებში, საბოლოო ჯამში, 2-3 საათში თითქმის სრულად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვლას.
რაც შეეხება ამ ეტაპისთვის არსებულ მონაცემებს. დათვლილი 544 უბანი, 3743 უბნიდან, ეს არის საარჩევნო უბნების 14.53%, მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 ათასი ხმა, შედეგები ამ ეტაპზე შემდეგია: „ქართული ოცნება“ 52.54%, „ნაციონალური მოძრაობა“ 29.45%, პარტია „საქართველოსთვის“ 5.71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები.
ჩვენი მოლოდინია, ყველაფრის გათვალისწინებით ანალიზის გათვალისწინებით, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „ტელე-იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებს, როგორც მოგეხსენებათ 47,6% იყო მათ მეირ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები. ეს არის ჩვენი საბოლოო მოლოდინი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნულ ვებგვერდზე www.elections2021.ge ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიღება.